მთავარი გვერდი
|
რჩეული სტატია
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
დღის სტატია
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).
დღის სურათი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნ. ციცინის სახელობის მთავარი ბოტანიკური ბაღი.
სიახლეები
გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი (სურათზე) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პრესპის შეთანხმების თანახმად მაკედონიას ოფიცალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნაიიბ ბუკელე სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
26 თებერვალი — ამ დღეს...
364 : ვალენტინიანე I რომის იმპერატორად გამოცხადდა.
1513 : მიწისძვრამ პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი დაანგრია.
1794 : საფრანგეთის კონვენტმა რევოლუციის მტრების ქონების ნაციონალიზაცია გამოაცხადა.
1832 : პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა.
1848 : პირველად გამოიცა მარქსის და ენგელსის კომუნისტური მანიფესტი (სურათზე).
1924 : მიუნხენში ლუდის პუტჩისთვის ჰიტლერი დააპატიმრეს.
1935 : რობერტ უოტსონ-უატმა რადარი წარუდგინა საზოგადოებას.
1986 : მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ დასაწყისი გამოაცხადა.
1990 : იწყება საბჭოთა ჯარების გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან.
1992 : ჰოჯალინის ხოცვა-ჟლეტა — აზერბაიჯანის ქალაქ ჰოჯალის მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ.
იცით თუ არა, რომ?
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი | | ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები | | ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია | | ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები | | ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი | | ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები | | მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი | | ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა | | მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |